Home
Category
TV Live Menu

თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ში შევიდა

5930576493e17
BM.GE
01.06.17 21:56
1071
თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ში შევიდა. FTSE-250-ში შესვლის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზრდება ბანკის აქციებზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად ეს იმოქმედებს აქციების ლიკვიდურობაზე.

თიბისი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება. ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ბანკმა გასულ წელს გადაინაცვლა.

FTSE 250 ინდექსი მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს აერთიანებს.

ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250 უმსხვილეს კომპანიას შორის 2012 წლიდან არის საქართველოს ბანკიც.

Subscribe to our news

Get the main news of the day