Home
Category
TV Live Menu

"თიბისი ბანკი" LSE-ის პრემიუმ ლისტინგში გადადის

57e3b19972f28
BM.GE
22.09.16 14:24
1947
„თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე(LSE) პრემიუმ ლისტინგში გადადის. „თიბისი ბანკის“ აქციები ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველაზე მსხვილ და გავლენიან ინვესტორთა წრისათვის. „თიბისი ბანკმა“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ბანკის 50 მილიონამდე აქცია განათავსა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ პრემიუმ-სეგმენტში გადასვლის საზეიმო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეხვდება დიდი ბრიტანეთის საფინანსო წრეების წარმომადგენლებს და გააკეთებს სპეციალურ პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ.

ასევე დაგეგმილია პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან ევროპისა და ამერიკის საკითხებში ალან დუნკანთან.

Subscribe to our news

Get the main news of the day