Home
Category
TV Live Menu

"თიბისი ბანკის" აქციების ფასი 3.59%-ით გაიზარდა, "საქართველოს ბანკის" კი 0,57%-ით

593e7982ed625
BM.GE
12.06.17 15:08
782
ქართული კომპანიების აქციების ფასი გასულ კვირას გაიზარდა. გალთ&თაგარტის ინფორმაციით, BGEO ჯგუფის აქციები დაიხურა 37.12 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში , +0.57% წინა კვირასთან შედარებით და +1.48% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 450 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 35.51 – 37.22 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 78 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან დაიკლო 1.27%-ით ხოლო წინა თვესთან დაიკლო 0.35%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 1.17% შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 18.18 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+3.59% წინა კვირასთან შედარებით და +10.18% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 354 ათასს გადააჭარბა, GBP 16.55 – 18.33 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 200 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და - 5.41% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 304 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.40 – 3.68 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 632 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.23% შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day