თიბისი ბანკის მხარდაჭერით აჭარა ტექსტილმა რუსთავში ახალი საწარმო ქართლი ტექსტილი გახსნა
BM.GE
28.12.20 18:19
• 532
თიბისი ბანკისა და აწარმოე საქართველოს მხარდაჭერით კომპანია აჭარა ტექსტილმა რუსთავში ახალი საწარმო “ქართლი ტექსტილი” გახსნა. საწარმო თურქული ინვესტიციით შეიქმნა და 2022 წლისთვის საწარმოში 4 000 ადამიანი დასაქმდება, საწარმოში დასაქმებულთა 90% ქალია. ქართული ტექსტილის საწარმოს ასაშენებლად 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. როგორც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ამბობს, თიბისი ბანკისთვის წარმოების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის მაგალითიც ქართლი ტექსტილის საწარმოა.