Home
Category
TV Live Menu

"თიბისი კაპიტალი" საპენსიო დანაზოგების მართვაზე: წარმატებით გავართმევთ თავს

5a8c05c55763f
თელარა გელანტია
20.02.18 15:24
921
"თიბისი კაპიტალის" გენერალური დირექტორის ირაკლი ელაშვილის შეფასებით, საპენსიო რეფორმის ძირითადი ამოსავალი ქვეყანაში გრძელვადიანი ლარის რესურსის გაჩენაა, რომლიც კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

როგორც ელაშვილმა პარლამენტში "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვისას ჟურნალისტებს განუცხადა, რეფორმაში კერძო ორგანიზაციების როლი ძალიან დიდია.

"თვითონ საპენსიო ფონდის მართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო ორგანიზაციების წვლილი, რათა ამ აქტივების ძალიან ეფექტური მართვა მოხდეს. ბევრი ქვეყნის მაგალითია, სადაც საპენსიო ფონდს მართავენ კერძო ორგანიზაციები. უპრიანი იქნება, რომ საინვესტიციო საბჭომ დაიწყოს აქტივების მართვა, მაგრამ რაღაცა პერიოდის შემდეგ, უკვე კერძო ორგანიზაციებიც ჩაერთონ; ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი კონკურენცია იქნება, უფრო წარმატებულად მოხდება აქტივების განთავსება. კერძო კომპანიების როლს ამ პროცესში ვხედავ, რომ აქტიურად იყოს ჩართული როგორც "თიბისი კაპიტალი", ასევე - ჩვენი კონკურენტი. საუბარია, იმაზე, რომ ჩვენი კომპეტენცია დავუმტკიცოთ ხელისუფლებას. მხოლოდ ამ ორ ბანკზე არაა საუბარი; შეიძლება, ნებისმიერი სხვა კერძო ორგანიზაცია იყოს აქტივების მმართველი", - განაცხადა ელაშვილმა.

BM.ge-ის კითხვას - "შეძლებს "თიბისი კაპიტალი" თავი მოაწონოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს?", ელაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:

"რა თქმა უნდა, შეძლებს. ჩვენ თავდაჯერებულობა გაგვაჩნია, რომ წარმატებით გავართმევთ თავს. ჩემი აზრით, "თიბისი კაპიტალი" არის მზად, რომ დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომელიც წამოყენებულია, მაგრამ ეს პროცესი ჯერ გასავლელია", - აღნიშნა ირაკლი ელაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day