Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

BM.GE
13.04.23 10:25
103
თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, 2022 წლის მაკრო-სექტორული შედეგები შეაჯამეს. ასევე, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, ვალუტის კურსი, სექტორული ტენდენციები და 2023 წლის ეკონომიკური მოლოდინები მიმოიხილეს. თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2023 წელს - 5.6%, 2024-ში კი 4.8% იქნება. ინფლაციის მაჩვენებელი 2023-ში - 2.6%, 2024-ში კი 3.0% იქნება. რაც შეეხება ლარის კურსს, თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის მოდელის მიხედვით, აშშ დოლარი ლართან მიმართებაში 2023 წელს - 2.60, ევრო ლართან მიმართებაში 2.91-ით განისაზღვრება. რაც შეეხება უძრავი ქონების ბაზარს. თიბისი კაპიტალის თანახმად, საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასისა და გაყიდვების რაოდენობის კორექცია ბაზარზე 2023 წლის ბოლოდან დაიწყება. ბინების ქირის ფასი 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 7%-ით დაიკლებს. ბინების გასაყიდი ფასი 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 1%-ით მოიმატებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day