TBC Group ბანკ რესპუბლიკას 93,64% -ს 315 მილიონ ლარად (103 მილიონი ფუნტი) ყიდულობს.
ბანკმა ასევე დაადასტურა, რომ მოხდება პროგრეს ბანკის აქტივების ნაწილის და ვალდებულებების შესყიდვა.
ბანკის ცნობით, საბოლოო შეთანხმება Societe Generale-თან უკვე მიღწეულია.
ბანკის პრესრელიზის მიხედვით, აღნიშნული გარიგებების შედეგად, საქართველოში დეპოზიტებისა და სესხების კუთხით ყველაზე მსხვილი ბანკი იქმნება.
გარიგების შედეგად, Societe Generale თიბისი ბანკის აქციების 5,4%-ის მფლობელი გახდება. თიბისიმ უკვე დაიწყო წინასწარი მოლაპარაკება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან დარჩენილი 6.36%-ის შესაძენადაც.
მოლაპარაკებების დასრულება 2016 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. გარიგების პერიოდში თიბისის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი J.P. Morgan იქნება, საერთაშორისო სამართლებრივი მრჩეველი კი Baker & McKenzie LLP.