Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თიბისი სტარტაპერის პარტნიორი - Pickup-ი

BM.GE
14.06.23 10:27
85
საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის ინოვაციური სტარტაპი ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით, ადამიანებს დროის დაზოგვასა და კომფორტს ჰპირდება და Pickup-ის აპლიკაციით მომხმარებელს საშუალება ეძლევა, სახლიდან გაუსვლელად, თავიდან აირიდოს ნარჩენების გატანასთან დაკავშირებული უსიამოვნებები. არადა ნარჩენების სწორად მართვა თანამედროვეობაში მნიშვნელოვანი და აუცილებლად გადასაჭრელი პრობლემაა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, თუ არსებული ტენდენციები შენარჩუნდება, 2050 წლისთვის დედამიწაზე ნარჩენების რაოდენობა 70%-ით გაიზრდება და 3.4 მილიარდ ტონას მიაღწევს. ეს კი გარემოზე, ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე განსაკუთრებულად მავნე ზემოქმედებას მოახდენს.

სტუმარი: ამირან ანანიაშვილი - Pickup-ის დამფუძნებელი

Subscribe to our news

Get the main news of the day