თიბისიმ ბიზნესის მხარდასაჭერად ქუთაისში, ბიზნესფორუმი მოაწყო, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესის 300-მდე წარმომადგენელი იმყოფებოდა. თიბისი მიერ მოწყობილი რეგიონული ფორუმის მიზანი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სხვადასხვა სექტორში არსებული სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდება იყო. პირველი რეგიონული ბიზნესფორუმი, რომელიც 2022 წელს თიბისიმ ჩაატარა, გორში გაიმართა, შეხვედრები წლის განმავლობაში ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში გაგრძელდება.