თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021 ის გამარჯვებულები ცნობილია,. განახლებული ფორმატით და ორი ახალი ნომინაციით ჩატარებული კონკურსის რჩეულები ფინალში რომლებიც პირველ ეტაპზე 360 კონკურსანტისგან იყვნენ შერჩეულები.
ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის გაიმარჯვა კომპანია ქარიმ, რომელიც მომავლის სატრანსპორტო მომსახურებას ქმნის.
ნომინაციაში რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისთვის გაიმარჯვა Nunisi Forest Hotel- მა - ეს 2001 წელს დაწყებული პროექტია, რომელიც კურორტ ნუნისს ახალ სიცოცხლეს სძენს.
DODO Designs x Ska Juice Bar, როგორც წარმატებული კოლაბორაციის მაგალითი, გახდა გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობა.
ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის გაიმარჯა სოციალურმა საწარმომ „კოდალა”, რომელიც 2016 წლიდან არსებობს. "კოდალას“ საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი, მათ შორის 16 შშმ პირია, რითაც კომპანია ხელს უწყობს მათ რესოციალიზაციას, საზოგადოებაში ინტეგრაციას და ღირსეულ დასაქმებას.
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის ნომინაციაში ფინტექ კომპანია „ფეიზიმ“ გაიმარჯვა, ამით სტარტაპმა თავის მრავალრიცხოვან ჯილდოებს თიბისი ბიზნესდაჯილდოების ჯილდოც მიამატა.
სტუმრები: სტუმრები: ირაკლი კიკორია - Payze-ის ბიზნესგანვითარების დეპარტამენტის უფროსი;
კოტე სვანაძე - სოციალური საწარმოს "კოდალა" დამფუძნებელი.