Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები

BM.GE
23.11.22 10:18
126

ფინალისტი კომპანიებს საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის კატეგორიიდან:

1. Artisio არის აუქციონების მართვის SaaS სისტემა, რომელიც ერთ ინტეგრირებული სოფტის ქვეშ აქცევს აუქციონების ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა მიმართულებას. სისტემა 100%-ით API-ზეა დაფუძნებულია, რაც საშუალებას გვაძლევს მივუერთდეთ და მონაცემები გავცვალოთ ყველა დამატებით მესამე მხარესთან, რომელსაც იყენებენ ჩვენი კლიენტები.

2. CALEN AI არის ჭკვიანი ხმოვანი და ჩათის AI ასისტენტი რომელიც სცემს პასუხს ხშირად დასმულ კითხვებზე და ჯავშნის შეხვედრებს ზუსტად ისევე როგორც მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი. CALEN AI არის პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი ბიზნესებისთვის რომელიც მუშაობს მოწინავე სტანდარტების თანახმად - ანუ მას შეუძლია მართოს საუბარი წინასწარ გაწერილი სცენარის გარეშე.

3. Kernel - ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმა, რომელიც მცირე ბიზნესებს ეხმარება პროცესების გაციფრულებაში, ბუღალტერიისა ავტომატიზაციაში და საგადასახადო მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ეს პრობლემა განსაკუთრებით დიდია ინდოეთში, სადაც 63 მილიონზე მეტი ბიზნესია რეგისტრირებული - ამასთან ქვეყანაში არის ახალი საგადასახადო სისტემა და მოთხოვნები. 

სტუმრები: ირაკლი სვანიძე - Artisio-ს საოპრაციო დირექტორი და თანადამფუძნებელი;
ირაკლი ბესელიძე - CALEN AI-ის დამფუძნებელი;
ბექა დალაქიშვილი - "კერნელის" დამფუძნებელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day