ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ბაზარზე სებ-ის მიერ განხორციელებულ ბოლოდროინდელ ტრანზაქციებს თიბისი ბანკის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებს და არჩევნების პროცესს უკავშირებს.
"ეროვნულ ბანკს აქვს მანდატი, მაშინ როდეასც ფუნდამენტური ფაქტორები და სებ-ის რეზერვები ამის საშუალებას იძლევიან განახორციელოს ინტერვენციები და შეამციროს დიდი მერყეობები. იყო რამდენიმე ერთჯერადი ფაქტორი, უკვე შეგვიძლია ამის დასახელება, - თიბისისა და ბანკი რესპუბლიკას გარიგების ფაქტი, გარდა ამისა იყო სხვა ერთჯერადი გარიგებებიც. ასევე არჩევნები ქვეყნის ეკონომიკისთვის არის ერთჯერადი შოკი. აქედან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ინტერვენციები განეხორციელებინა", - განაცხადა გვენეტაძემ.