საიუველირო ნაწარმის მწარმოებელის Tiffany-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაყიდვების შემცირების გამო თანამდებობა დატოვა. ახალი დირექტორის მაიკლ კოვალსკის განცხადებით, კომპანია "ბოლო პერიოდში არსებული ფინანსური მაჩვენებლით იმედგაცრუებულია".
აღმასრულებელი დირექტორის გადადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში მდებარე მაღაზიის გაყიდვები საშბაო არდადეგების პერიოდში 14%-ით დაეცა წინა წელთან შედარებით.
მაშინ კომპანიაში გაყიდევბის დაცემა ნაწილობრივ პოსტ-საარჩევნო პერიოდით ახსნეს.