"მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ოქროს შუალედი და არ გვქონდეს მუდმივი "ლოქდაუნი", რომელიც შეიძლება გამოსავალი არ იყოს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატები ტიკარაძეს უსმენენ. მინისტრის თქმით, მთელ მსოფლიოში ვერ იპოვა ვერც ერთმა ქვეყანამ ოქროს შუალედი, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო ეკონომიკა და პარალელურად, მოქალაქეების დაიცვა ჯანმრთელობა, ამიტომ ქვეყნების დიდმა ნაწილმა "ლოქდაუნი" გამოაცხადა და თვეებია ინარჩუნებენ.