ამერიკულმა ჟურნალმა TIME ინტერნეტში ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა. 25 ადამიანისგან შემდგარ სიაში ისეთი პირები შევიდნენ, რომლებსაც გამოცემის აზრით, გლობალური გავლენა აქვთ სოციალურ მედიაზე და შეუძლიათ მსოფლიოს ახალ ამბებს ტონი და მიმართულებები მიუთითონ. TIME სიას უკვე 3 წელია ადგენს და ამისთვის კონკრეტული პირების გამომწერების რაოდენობას ითვლის.
მიმდინარე წლის ინტერნეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში ორი პოლიტიკოსი მოხვდა, ესენი არიან კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამაარსებელი და რუსული ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ასევე, სიაში მოხვდა „ჰარი პოტერის“ ავტორი ჯონა როულინგი, ამერიკელი მსახიობი და მოდელი კიმ კარდაშიანი, პლატფორმა The Indivisible Guide-ის დამაარსებლები, მომღერლები: კეტი პერი და რიანა, 7 წლის სირიელი გოგონა ბანა ალაბედი, რომელიც ალეპოში იმყოფებოდა და სოციალურ ქსელში ომის მიმდინარეობას აღწერდა.