Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თიზ-ები VS ფინანსთა სამინისტრო

BM.GE
06.04.21 15:03
415
ფინანსთა სამინისტრო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში დაბეგვრის რეჟიმს ამკაცრებს. როგორც ცნობილია, კანონის თანახმად, თიზში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა გამონაკლისი საქმიანობისა. რაც შეეხება გადასახადებს, კანონის მიხედვით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედი კომპანიები მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულნი არიან. ამ პრეფერენციით თიზების შექმნის დღიდან ამ დრომდე სარგებლობდნენ მათ შორის სავაჭრო ოპერაციების განმახორციელებელი კომპანიები, თუმცა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ კომპანიებს ბოლო პერიოდში შემოსავლების სამსახურიდან ურეკავენ და მოგების გადასახადის გადახდას სთხოვენ. შეიცვალა თუ არა რამე კანონში და რატომ შეცვალა შემოსავლების სამსახურმა დაბეგვრის მიდგომა?

Subscribe to our news

Get the main news of the day