Home
Category
TV Live Menu

თოიძის სახელობის სასწავლებლის შენობა 12,5 მილიონ ლარად გაიყიდა

5a3bbd7dac8ea
სალომე მეცხვარიშვილი
21.12.17 18:30
778
თოიძის სახელობის ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობა 12 505 000 ლარად გაიყიდა. აუქციონზე ობიექტის საწყისი ღირებულება 8 200 000 ლარი იყო. ობიექტის მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო, 861 ბიჯი დაფიქსირდა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 80 ნომრის მქონე სასტუმრო უნდა შეიქმნას. ამასთან, მყიდველი ვალდებულია ადგილზე არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს და არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო ააშენოს.

ობიექტი "50 ქონება შენი სასტუმროს" ფარგლებში გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონი 22 ნოემბერს დაიწყო და დღეს დაასრულა. 

პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროს" ფარგლებში დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 39 400 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 59 200 000 ლარს შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day