Home
Category
TV Live Menu

ტომას შნაიდერი: საჭიროა ბიზნესის და საზოგადოების წახალისება, რათა სოფლები ინტერნეტით იყოს უზრუნველყოფილი

57d6c32380c48
BM.GE
12.09.16 18:57
1223
ინტერვიუ ICANN-ის სამთავრობო საკონსულტაციო კომიტეტის თავჯდომარე ტომას შნაიდერთან.

- დღეს თქვენ იმყოფებით ქვეყანაში სადაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა ბოლო მონაცემებით წვდომა ინტრნეტთან დაახლოებით 600 ათას ადამიანს აქვს. ეს რამდენად საკმარისია და რა ინტენსივობით უნდა იზრდებოდეს?

- რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ხალხისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომი იყოს, რათა უკეთ მოხდეს კომუნიკაცია და მათთვის ინფორმაციის მოპოვება, თუმცა ამ სისტემის გამართვა ქვეყნის სტრუქტურაზე და კიდევ ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ასე რომ ადვილი არ არის. მე გამიჭირდება საქართველოს მაგალითზე ამომწურავად ვისაუბრო თუმცა ერთი რამეში დარწმუნებული ვარ: ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა კიდევ უნდა გაიზარდოს და ამისათვის ხელისუფლებამ და შესაბამისმა ინდუსტრიებმა სამოქალაქო საზოგადოებასთან და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთონ. რასაკვირველია ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდა არ არის მთავარი პრობლემა და საკითხი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შინაარსი, ის თუ რამდენად მორგებული იქნება ესა თუ ის ბიზნეს-მოდელი სოფლად ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და რამდენად დიდია მოთხოვნა ამა თუ იმ ინტერნეტ მომსახურებაზე.

- დამოკიდებულია თუ არა ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდის ინტენსივობა ქვეყნის მასშტაბზე?

- მე მაინც ვფიქრობ რომ აქ ზომაში არ არის საქმე. თითოეულ ქვეყანას ინდივიდუალური გამოწვევები აქვს, თუმცა რასაკვირველია როდესაც თუნდაც სოფლად ინტერნეტის დისტრიბუციაზე ვსაუბრობთ, ფართე ტერიტორიებზე სადაც მოსახლეობა ძალიან მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, ინტერნეტით უზრუნვეყოფა გაცილებით უფრო მეტ ხარჯთან და პრობლემებთან არის დაკავშირებული. ალბათ ის რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია და აუცილებელია, ეს არის წახალისება როგორც ბიზნესის ისე საზოგადოების რომ ერთი მხრივ მოხდეს სოფლებში ინტერნეტით უზრუნველყოფა და მეორე მხრივ გაჩნდეს მოთხოვნა ამ ინტერნეტზე. 

- OpenSignal-ის მკვლევარებმა ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტის მქოდე ქვეყნები დაასახელეს. საქართველო კი ამ მხრივ 41-ე ადგილზეა მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარით წამში 10.68 მეგაბაიტი. რაც დამეთანხმებით ალბათ რომ არც ისე სახარბიელო შედეგია. რა უნდა გააკეთოს მთავრობამ და კერძო სექტორმა იმისთვის, რომ საქართველოში მობილური ინტერნეტის სიჩქარე გაუმჯობესდეს?

- იმისთვის რომ მობილურმა ოპერატორებმა შეძლონ გაუმჯობესებული, ხარისხიანი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის შეთავაზება, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია რომ არსებობდეს მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან ამა თუ იმ გაუმჯობესებულ სერვისებზე. ასევე ალტერნატივაა ისიც რომ საწყის ეტაპზე შედარებით მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში არსებულმა სხვადასხვა ფონდებმა დააფინანსონ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტიზაცია, ხოლო შემდეგ როდესაც უკვე გაიზრდება მოთხოვნა და სერვისის ღირებულებასაც გადაიხდის მოსახლეობა, მოხდეს ინვესტიციის დაბრუნება.

- ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში მოსახლეობა კომპიუტერების შესაძენად ვაუჩერებს მიიღებს. პროექტზე ქვეყნის ხელისუფლება ახლა მუშაობს . რამდენად გამართლებულია ვაუჩერიზაციის პრინციპი და თქვენ თუ გახსენდებათ მსგავსი პრეცედენტები?

- ამ ინიციატივის დეტალებს არ ვიცნობ, თუმცა საინტერესოდ ჟღერს. კარგი იქნება თუ ხალხს ექნება წვდომა კომპიუტერებზე, თუმცა ასევე დარწმუნებული უნდა იყო რამდენად აქვთ ამ ადამიანებს აღნიშნული კომპიუტერების გამოყენების უნარები. მნიშვნელოვანია ის რომ შედარებით დაბალი განათლების მქონე ადამიანებს წვდომა ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან და შესაბამისმა სტრუქტურებმა უზრუნველყონ მათი ამ ინტერნეტით საფუძვლიანად სარგებლობის შესაძლებლობა. 

- დღეისათვის ევროპაში ყველაზე მაღალი ხარისხის, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ყველაზე დაბალ ფასად სწორედ ლიტვაშია ხელმისაწვდომი და ამ შედეგის მიღწევა ლიტვაში სწორედ საყოველთაო ინტერნტიზაციის პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელიც ევროკავშირის გრანტით განხორციელდა. თქვენი აზრით საქართველოში რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მისაღებად?

- ყველაზე მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს აქტიური კომუნიკაცია ხელისუფლებასა და ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. აუცილებელია რომ ხალხმა იცოდეს რა ტიპის სერვისებია მათთვის ყველაზე მეტად საჭირო. მაშინ როდესაც ხელისუფლება თავად წყვეტს და განსაზღვრავს რა ცვლილებები უნდა განახორციელოს კონკრეტული მიმართულებით , ეს ცვლილებები ნაკლებად არის მორგებული ხალხის საჭიროებებს და მოთხოვნებს; ბიზნესს კი სჭირდება კომუნიკაცია ხელისუფლებასთან რათა ზუსტად იცოდეს საზოგადოების მოთხოვნები. სწორედ ამიტომ არის რომ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობისა და თუნდაც მობილური ინტერნეტის გაუმჯობესების საკითხის გადაწყვეტისთვის აუცილებელია სხვადასხვა სტრუქტურების კომუნიკაცია და ყველას ჩართულობა.

- მსოფლიო ბანკის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ამ ეტაპზე საქართველოში სამუშაოს მხოლოდ 40 პროცენტია კომპიუტერიზებული მაშინ როდესაც ქვეყანაში სამუშაოს პოტენციურად 60 პროცენტის კომპიუტერიზებაა შესაძლებელი. ამ მიმართულებით საქართველო მნიშნელოვნად ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლატვია და ლიტვა, თქვენი აზრით ეს რაზე მიანიშნებს?

- რასაკვირველია ისქვეყნები რომლებიც ევროკავშირში იმყოფებიან, დახმარებასაც ევროკავშირის სხვადასხვა ფონდებიდან იღებენ. მე შვეიცარიიდან ვარ და სულ რამდენიმე წლის წინ შვეიცარული მცირე და საშუალო ბიზნესებსაც არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტთან, თუმცა გავიდა დრო და ეტაპობრივად მდგომარეობა შეიცვალა. ინტერნეტიზაცია ზოგადად ისეთი საკითხია, რასაც ერთი და ორი წელი არ ჰყოფნის. ამას სჭირდება დრო, თუმცა რასაკვირველია სწორ ორგანიზებას ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს.

Subscribe to our news

Get the main news of the day