Home
Category
TV Live Menu

თორნიკე რიჟვაძე ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებაზე: ეს არაფერს ცვლის

5a2e925d31c01
დავით ჯალაღონია
11.12.17 18:11
1012
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება ამ დარგის მნიშვნელობაზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.

"რეორგანიზაციისთვის სამთვიანი ვადაა, თუმცა ჩვეულებრივ, როგორც ინვესტორებთან, ისე სხვა კომპანიებთან, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ეს არაფერს ცვლის - მიდგომები, დამოკიდებულებები, პრიორიტეტები ისევ იგივე რჩება და ვაგრძელებთ ჩვეულებრივად მუშაობას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ Bm.ge-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის სტრუქტურული რეფორმის შესახებ კანონპროექტების პაკეტი პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day