იაპონური ავტომწარმოებელი Toyota Motor ელექტრომობილების მასობრივ წარმოებას 2020 წლიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია Nikkei-მ გაავრცელა. ავტომწარმოებელი გეგმავს გამოუშვას ელექტრომობილები, რომლებიც 300 კილომეტრის დაფარვას დამატებითი დამუხტვის გარეშე შეძლებენ. ახალი მოდელის საეტაპო ავტომობილი შესაძლოა ჰიბრიდული Prius ან სედანის ტიპის Corolla გახდეს.
Toyota ასევე გეგმავს ელექტრო ელემენტების განვითარებაზე მუშაობა გააგრძელოს, თუმცა შესაძლებელი იქნება ძველი ელემენტების გამოყენება. 2017 წელს კომპანია შექმნის სპეციალისტების საგანგებო ჯგუფს, რომელიც ელექტრომობილების პროექტირებაზე და მათ წარმოებაზე იმუშავებს. Toyota ასევე განიხილავს, სხვა კომპანიებთან თანამშრომლობასაც, იმისთვის რომ ელექტრომობლების გამოშვება დააჩქაროს.