Home
Category
TV Live Menu

ტრამპის ბავშვობის სახლი Airbnb-ზე ღამეში 777 დოლარად ქირავდება

5997e65ed8342
BM.GE
19.08.17 13:00
898
ნიუ იორკში დონალდ ტრამპის სახლი, სადაც მან ბავშვობა გაატარა, ქირავდება. განცხადებას Airbnb აქვეყნებს და წერს, რომ აღნიშნულ კერძო სახლში ერთდროულად ცხოვრება 20 ადამიანს შეუძლია. ქირაობის შემთხვევაში ტრამპის ბავშვობის სახლში ერთი ღამის გატარება 777 აშშ დოლარი ეღირება. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევიდან 2 თვის შემდეგ ეს სახლი, რომელიც ნიუ ორკის ერთ-ერთ უბანში მდებარეობს, 2.14 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. სახლში 5 საძინებელია განთავსებული 15 საწოლით და 2 დივანით.

აღნიშნულ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი მშობლებთან ერთად დაბადებიდან 4 წლამდე ცხოვრობდა. როგორც New York Post წერს, სახლის ქირაობდა მსურველებს 11 აგვისტოდან შეუძლიათ. შენობის ერთ-ერთი მფლობელი ბიზნესმენი მაიკლ დევისი იმედს გამოთქვამს, რომ სახლი დამსვენებლებში პოპულარობით ისარგებლებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day