BMW მექსიკაში ახალ ქარხანას მაინც გახსნის. ავტომობილის მწარმოებელი საკუთარ პროექტზე უარის თქმას არ აპირებს მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმპორტირებული ავტომობილებისთვის დამატებითი „სასაზღვრო გადასახადის“ დაწესებას აპირებს. საუბარია კონკრეტულად მექსიკაში ამერიკისთვის წარმოებულ ავტომობილებზე.
BMW ახალი ქარხნის მშენებლობაში ერთი მილიარდი დოლარის ჩადებას აპირებს და ეს იმის პარალელურად, როდესაც სხვა კომპანიები ინვესტიციებს აშშ-ში დებენ.
გასულ შაბათს Fiat Chrysler-მა განაცხადა, რომ ჯიპის მოდელების წარმოებაში აშშ-ში მილიარდ დოლარს დებს.
გასულ კვირას დონალდ ტრამპმა General Motors-მა გააკრიტიკა მექსიკაში ამერიკისთვის მანქანების წარმოების გამო.