Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის პოტენციალი

BM.GE
21.07.23 15:09
76
ყაზახური მხარე პრიორიტეტს ანიჭებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) პოტენციალის გაზრდას – ამის შესახებ კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევისა და შუა აზიის ქვეყნების ლიდერებისა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს პირველი სამიტის დროს. 

 ყაზახეთის ხელისუფლება ქვეყნის ენერგორესურსების სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციაში აქტიურად მონაწილეობს.

ყაზახეთის პრეზიდენტი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვნელოვან სფეროდ მიიჩნევს. მისი მონაცემებით, ცენტრალური აზიის ქვეყნებს 30 მილიარდ ტონაზე მეტი ნავთობისა და 20 ტრილიონ კუბურ მეტრზე მეტი გაზის დადასტურებული მარაგი აქვთ. '

რაც შეეხება TITR ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე გადის. ამ მარშრუტით კონტეინერების გადაზიდვა სარკინიგზო და საზღვაო გზით მიმდინარეობს. 

რა პოტენციალი იკვეთება საქართველოსთვის და რას უნდა აკეთებდეს ქვეყანა უკვე იმისთვის, რომ შექმნილ ვითარებაში მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციას არ დასჯერდეს და რეგიონში რეალურ მოთამაშედ იქცეს? 

სტუმარი: ლევან სულაბერიძე - ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;



Subscribe to our news

Get the main news of the day