Home
Category
TV Live Menu

"ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღება სავარაუდოდ წელს მოხდება"

58d3ca10b6d81
სალომე მეცხვარიშვილი
23.03.17 17:38
1333
ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღება სავარაუდოდ წელს მოხდება,- ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა კოტე სულამანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და თუ ტექნიკური დეტალების დაზუსტება მოესწრება პირველი სავალდებულო დაზღვევა საქართველოში წელსვე ამოქმედდება.

მისი თქმით, საუბარია სატრანზიტო ავტომობილებისთვის ამ ვალდებულების შემოღებაზე.

მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას სადაზღვევო სექტორი დიდი ხანია ითხოვს. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი რეგულაციის შემოღებით ქვეყანაში 70 მილიონი დოლარი შემოვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day