9 მარტიდან ტრეიდერთა კლუბი “ველსი” ოპერირებას იწყებს. კლუბი როგორც ანალიტიკური, ასევე საკონსულტაციო ცენტრის პროფილით იმუშავებს. “ველსი” ამჯერად იურიდიული პირის სტატუსით მომხმარებლებთან ურთიერთობას ახალი სტატუსით გააგრძელებს - გუნდის და კლუბის წევრების ფორმატში. საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანიაში აცხადებენ, რომ იმის მიუხედავად, რომ კომპანიას, რომლის გუნდიც 2014 წლიდან ცდილობს, იფუნქციონიროს კლიენტების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და საუკეთესო რეპუტაციას იშენებს, საქართველოს ეროვნულ ბანკთან დავა აქვს. “ველსის” დამფუძნებლის განცხადებით, კომპანიას ადმინისტრაციული პროცედურების დარღვევით საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა და საკითხის გასარკვევად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
სტუმრები: დიმიტრი სუკიასოვი - "ველსი" დამფუძნებელი;
გიორგი ცხადაძე - "ველსი", ვაჭრობის განყოფილების უფროსი;