Home
Category
TV Live Menu

ტრეინინგი ექსპორტის პოტენციალის მქონე მცირე და საშუალო მეწარმეთათვის

58f0bb05950c6
BM.GE
14.04.17 15:57
1018
ევროპალატის პროექტი „East Invest” გრძელდება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისორგანიზებით, - ქუთაისში, სასტუმროში „ბაგრატი 1003“ პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრეინინგი აგრო-სასურსათო და საკვების გადამამუშავებელი სფეროს მცირე და საშუალო კომპანიების წარმომადგენლებისათვის.

აღნიშნული ტრეინინგის თემას ევროკავშირის ბაზარზე წვდომა წარმოადგენდა. მოდელად განიხილეს საფრანგეთში ექსპორტის წინაპირობები.

ტრეინინგის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესახებ ექსპორტის მსურველთა ინფორმირება იყო. ექსპორტის პოტენციალისა და უცხოურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, დამსწრე აუდიტორია ევროკავშირის კანონმდებლობას, ბაზრის სტრუქტურასა დაქართული კომპანიებისათვის ევროკავშირში ექსპორტთან დაკავშირებულ ვალდებულებებს გაეცნო. მოწვეულნი იყვნენ პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ესპერტები.
სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში ევროპალატის მთავარი პარტნიორია. ევროპალატა რეგიონალურ საინვესტიციოდა სავაჭრო პროექტ East Invest-ის განხორციელებას განაგრძობს. პროექტის მიზანი ევროპის აღმოსალეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვეთის რესპუბლიკა და უკრაინა) ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაა.

Subscribe to our news

Get the main news of the day