Home
Category
TV Live Menu

ტროტუარებზე კიდევ 96 პარკირების ადგილი გაუქმდება

58ad804489ec6
BM.GE
22.02.17 16:05
978
ტროტუარებზე კიდევ 96 პარკირების ადგილი გაუქმდება - დედაქალაქის მთავრობამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

ლიახვის ქ. N1-თან - 20, გულამაყრის ქ. N5-თან - 35, წერეთლის გამზ 126-თან - 16, წერეთლის გამზ. 116-თან - 20 და რობაქიძის გამზ. მე-18 კორპუსთან ტროტუარებზე - 5 მანქანის სადგომი ადგილი გაუქმდება.

პარალელურად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური აგრძელებს პროექტს, რომელიც ტროტუარების "შეჭრისა" და "ჯიბეების" მოწყობით ქვეითთათვის უსაფრთხო გადაადგილების პირობას ქმნის და ამავდროულად, ავტომანქანების მფლობელებს საპარკინგე ადგილებს სთავაზობს.

ახლო ხანებში "შეჭრები" გაკეთდება: კოსტავას 71-თან, ჭავჭავაძის 41, 42 და 58-თან. ტრანსპორტის სამსახური "ჯიბეების" მოსაწყობად მხოლოდ ისეთ ადგილებს არჩევს, სადაც ტროტუარები განიერია და ქვეითთათვის კომფორტული გადაადგილება არ შეიზღუდება. გასული წლის ბოლოს თბილისში პირველი ასეთი საპარკინგე ადგილები გაჩნდა კუს ტბის საბაგიროსთან, ჭავჭავაძის 39-ში, 41-ში და ფეხბურთის ფედერაციის მიმდებარედ.

Subscribe to our news

Get the main news of the day