Home
Category
TV Live Menu

თსუ-ს ახალი სტუდქალაქი სტუდენტების მიღებას ოქტომბერში დაიწყებს

59a28bbf1adf0
BM.GE
27.08.17 16:00
977
ლისის ტბის ფერდობზე მდებარე 320 ადგილიანი ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა, სტუდენტების მიღებას ოქტომბერში დაიწყებს. ინფორმაციას განათლების სამინისტრო აქვეყნებს.

საცხოვრებლის ტერიტორიაზე მდებარეობს: სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები, 3 საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა - საკონფერენციო ოთახი,
სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, კვების ბლოკი, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

უწყების ცნობითვე, რეგისტრაციისთვის სტუდენტების განაცხადების მიღება სექტემბერში დაიწყება, ასევე სექტემბრის დასაწისში გამოქვეყნდება კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მოხდება სტუდენტების განაცხადების დაკმაყოფილება.

Subscribe to our news

Get the main news of the day