თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წელი შეუსრულდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების 1.5%-ში შედის და უკვე მეექვსე წელია თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში (THE) ხვდება. შეგახსნეებთ თსუ-ს 300-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს 56 ქვეყანაში. უნივერსიტეტში 24 უცხოენოვანი პროგრამა მოქმედებს, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე არაერთი პროგრამა. თსუ-ში საერთაშორისო სტუდენტები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან სწავლობენ.