Home
Category
TV Live Menu

თსუ-ს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი გაიხსნა

5a4250ca492a3
BM.GE
26.12.17 17:37
1821
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ოფიციალურად გაიხსნა. ევროპული სტანდარტების 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი კომპლექსი სამი ოთხსართულიანი კორპუსისგან შედგება, სადაც გათვალისწინებულია საზოგადოებრივი/ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა და სპორტული მოედანი. ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნივერსიტეტს თსუ-ს 99 წლის იუბილეზე გადასცა. ოფიციალური გახსნის ღონისძიების მიმდინარეობისას, ლისის საერთო საცხოვრებლის სპორტულ მოედანზე გაიმართა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებული ტურნირის Liga TSU-ს ფინალური მატჩი.

Subscribe to our news

Get the main news of the day