Home
Category
TV Live Menu

"თუ აბიტურიენტი ფიქრობს, რომ უსამართლოდ ჩამოეჭრათ ანგარიშიდან 50 თეთრი მოგვმართოს განცხადებით"

57bd64d506f23
BM.GE
24.08.16 13:04
1543
გამოცდების ეროვნული ცენტრი, იმ აბიტურიენტებს, ვინც მიიჩნევს, რომ გუშინ ღამით ჩარიცხვებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად, უსაფუძვლოდ ჩამოეჭრათ სმს-ის ღირებულება განცხადების დაწერას სთავაზობს.

„კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ აბიტურიენტებს, რომლებმაც მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგაზავნეს სერვისის გათიშის პერიოდში, ამ მომსახურების თანხა არ ჩამოეჭრებათ. მათ, ვინც სერვისის გათიშვამდე გააგზავნა შეტყობინება, გარდა ქულებისა, მიიღო იმ მომენტისათვის სისტემაში დამატებით არსებული ინფორმაცია და მომსახურების საფასური - 50 თეთრი ჩამოეჭრათ ანგარიშიდან. თუ აბიტურიენტი მიიჩნევს, რომ ქულებთან ერთად დამატებითი ინფორმაციის მიღების გამო ამ საფასურის გადახდა არ არის სამართლიანი, ვთხოვთ, მოგვართოს განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მისამართზე: მინდელის ქ. N9.“, - განმარტავენ გამოცდების და შეფასების ცენტრში.

Subscribe to our news

Get the main news of the day