"თუ საქართველოს ეკონომიკური ზრდს ეს ტემპი შენარჩუნდება, შესაძლოა ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლამდეც ავიდეთ“, - ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ივანიშვილი 10%-იან და მეტ ეკონომიკურ ზრდას ელოდება. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკის მთავარ გამოწვევებს დღეს, ბიძინა ივანიშვილი მიზეზად რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს, მისი თქმით მიუხედავად არსებული სიტუაციისა საქართველოში ეკონომიკა ევროპაზე მეტად იზრდებოდა.
"მთავარი გამოწვევა არის ის რომ კრიზისია რეგიონში, ევროპაში. ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად იზრდება თუ ამჩნევთ. რთული ეკონომიკური სიტუაციაა, ნახეთ ჩვენი სავაჭრო პარტნიორები, ნახეთ რა დაემართათ ადგილობრივ ვალუტებს, ამან ცუდი გავნელა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზეც. შეიძლება ზოგ ქვეყანას კრიზისი არ აქვს, მაგრამ ცუდია ეკონომიკის განვითარების ტემპები. ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენ რეგიონში პირველ ადგილს ვინარჩუნებთ ეკონომიკურ ზრდაში და თუ ამ ტემპს შევნარჩუნებთ შეგვიძლია მივიღოთ ორნიშნა რიცხვი 10% და მეტი ეკონომიკური ზრდა, ამით დავაჩქარებთ იმ პროვბლემების გადაჭრას რაც დღეს არსებობს“, - განაცხადა ივანიშვილმა.