„გალტ&თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდაა. როგორც გაჩეჩილაძემ გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ განაცხადა, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით შესაძლოა ბევრი საკანონმდებლო ცვლილება იყოს საჭირო, რომლის განხორციელებასაც დრო სჭირდება, ამიტომ საჭიროა, რომ მცირე საკითხების ცვლილება ეტაპობრივად მოხდეს.
„თუ ეკონომიკა არ გაიზარდა ჯერადობით, რამდენჯერმე, საფონდო ბაზარი ვერ იქნება ისეთი დატვირთვის რასაც ყველა ელოდება. ყველა სასწაულს ელოდება და ეს სასწაული ვერ მოხდება თუ არ იქნება ჯამური ეკონომიკური ზრდა.
თყ ჩვენ გვინდა რომ ავაშენოთ ბოლომდე გამართული მერსედესი, მაგრამ მანამდე საჭიროა რომ ველოსიპედი მაინც გვყავდეს. არსებულ ბაზარზე შეზღუდული ოდენობით ობლიგაციების გამოშვებებზე კარგი იქნება თუ გაირკვევა რა პრობლეებია ამ კუთხით. ჩვენ მარტივი პრობლემები უნდა გადავჭრათ. პატარ-პატარა პრობლემებით უნდა დავიწყოთ.
თავისუფლება უნდა იყოს არჩევნის, თუ სად უნდა მოხდეს ვაჭრობა, გარიგება. დაძალების მომხრე არ ვარ. ასევე ინფორმაციის საჯაროობის მოთხოვნა უნდა არსებობდეს.
სტრატეგიის გაკეთება კარგია, თუმცა ის ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას მოთხოვს, რასაც შესაძლოა წლები დასჭირდეს, ამიტომ ჯობია პატარ-პატარა ცვლილებები მოვახდინოთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.