Home
Category
TV Live Menu

"თუ იქნება ტარიფების გადახედვის აუცილებლობა, ჩვენ ვიქნებით პირველი ვინც ამასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს"

585b99ee3cdca
BM.GE
22.12.16 13:15
1193
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ელექტროენერგიის ტარიფის მატებას არ ელოდება. როგორც მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თუკი ამის აუცილებლობა დადგება ლარის კურსიდან გამომდინარე, სამინისტრო განცხადებას გააკეთებს.

"ძალიან არასერიოზულ განცხადებებს ვისმენთ ე.წ ექსპერტების მხრიდან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან პარალმენტში, თითქოს გრაფიკით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, ტარიფები გაძვირდება და ა.შ.

ტარიფებს ადგენს მარეგულირებელი კომისია და გუშინ ამასთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადება. დღევანდელი გადმოსახედიდან ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იქნება - ეს განცხადება მოვისმინეთ. გუშინ განიხილეს თბოსადგურის ტარიფები და გარკევული მიმართულებით მათ ტარიფებზე მოხდა მატება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომხმარებელი ტარიფები გაიზრდება და მოქალაქე ელექტროენერგიაზე გადაიხდის გაძვირებულ გადასახადებს. თუ იქნება იმის აუცილებლობა ლარის კურსიდან გამომდინარე, რომ ელექტროენერგიის ტარიფების გადაიხედოს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას, დღეს ამის აუცილებლობა არ არის", - განაცხადა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day