Home
Category
TV Live Menu

"თუ ლარის გაუფასურება არ იქნება სინქრონიზებული ლირას გაუფასურებასთან, თურქეთის ეკონომიკა საბოლოოდ წაგვლეკავს"

58563f9f7e049
BM.GE
18.12.16 11:47
1144
"თუ ლარის გაუფასურება არ იქნება სინქრონიზებული ლირას გაუფასურებასთან, თურქეთის ეკონომიკა საბოლოოდ წაგვლეკავს", - ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს ლადო პაპავამ განუცხადა. მისი თქმით ლარი უნდა იყოს გაუფასურებადი და დევალვირებადი ვალუტა, თუმცა პროგნოზირებადი. პაპავას განცხადებით ლარის კურსზე გავლენას ახდენს, როგორც თურქეთში მიმდინარე პროცესები, ასევე ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთების გაზრდასთან დაკავაშირებით.

"მთავრობა ხელფეხ შეკრულია იმით, რომ მხოლოდ აქციზური გადასახადის გაზრდა შეუძლია, სხვა გადასახადებს ხელს ვერ ახლებს, რადგან გადასახადების გაზრდას სჭირდება რეფერენდუმი. რა თქმა უნდა რეფერენდუმზე ამას მხარს არავინ დაუჭერს და კონსტიტუციაში ამის ჩაწერა დიდი შეცდომაა. დავაბრუნებდი დამატებითი ღირებულის გადასახადს 18-20 პროცენტამდე. როდესაც ზურაბ ჟვანიას დროს მიიღეს ეს ცვლილება მაშინაც ვეწინააღმდეგებოდი ამას. დღგ სწორედ ბიზნესის გადასახადია და არ დააწვებოდა იმ აქციზური ტვირთით, რომელიც დღეს მოსახლეობაზე გადის. დღგ-ს 2%-იანი ზრდა უკეთესი იქნებოდა, ვიდრე აქციზური გადასახადის ზრდა.

ლარი არის ყველაზე ჯანსაღი, რაც კი არის ქართულ სინამდვილეშია, რადგან ასახავს იმას რაც ხდება ეკონომიკაში, ასევე იმას თუ როგორია გარე ფაქტორები და მთავრობისა და ეროვნული ბანკის პოლიტიკა. გარე ფაქტორებს ლართან დაკავშირებით დიდი გავლენა აქვს. თურქეთი ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და თურქეთი მიდის დიქტატურისკენ. ეს ძალიან ცუდია და ამან ასახვა ჰპოვა ლირაზე, რაც იწვევს თურქეთში ექსპორტის სტიმულირებას, თურქეთი მწარმოებელი ქვეყანაა, ჩვენ კი მომხმარებელი. თუ ჩვენთანაც ლარი არ გაუფასურდა, და ეს არ იყო სინქნორიზებული ლირის გაიფასურებასთან, თურქეთის ეკონომიკა საბოლოოდ წაგვლეკავს", - განაცხადა პაპავამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day