ბიზნესი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციას გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით არ ეთანხმება. როგორც კომპანია ნატახტარის კორპორატულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, მოგების გადასახადის რეფორმა იყო ერთ-ერთ რის გამოც მან გიორგი კვირიკაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. თუკი მთავრობა სავალუტო ფონდის რეკომენდაციას გაითვალისწინებს. ხუნძაკიშვილი თვლის, რომ წინასაარჩევნო დაპირებები არ შესრულდება.
"აბსოლიტურად არასწორად მიმაჩნია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით. შემოსავლების გაზრდა აქციზის გაზრდის საფუძველზე კონტრპროდუქტიული იქნება. უახლოეს წარსულში ჩვენ უკე გავზარდეთ აქციზი, რამაც ძალიან ცუდი შედეგი იქონია, როგორც ბიუჯეტზე ასევე მთლიანად ინდუსტრიაზე.
ჩვენ ცოტა ხნის წინ დავამთავრეთ არჩევნები. მე პირადად კვირიკაშვილის მთავრობის მიმართ ნდობა გამოვხატე მისი გუნდის მიერ გასატარებელი რეფრმების გამო. დღეს სავალუტო ფონდი ამბობს, რომ ამ რეფორმებისა და რეკომენდაციების ნაწილი არასწორია. შეურაცხყოფილი ვარ რადგან ნდობა გამოვუხატე მთავრობას იმ რეფრმების გამო, რომელიც თურმე არასწორია.
იმ შემთხვევაში თუ მთავრობა გაითვალისწინებს ამ რეკომენდაციებს წინასაარჩევნო დაპირებები ერთი ხელის მოსმით დაგვეკარგება. ქვეყანა უნდა იყოს პროგნოზირებად გარემოში მოქცეული. მე დღეს აუცილებლად უნდა ვიცოდე 2018 წელს რა მელოდება.
ჩვენი იმიჯი დაზარალდება თუ სავალუტო ფონდის რეკომენდაციები გადასახადების გაზრდის მიმართულებით იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.