„თუ პარკირების საკითხი არ მოგვარდა, ჯარიმების თანხა პროდუქციის ფასზე აისახება“- დისტრიბუტორები
BM.GE
12.05.23 23:59
• 89
თუ სადისტრიბუციო მანქანების პარკირების საკითხი არ მოგვარდება, ჯარიმების თანხის პროდუქციის ფასში ასახვა მოგვიწევს - ეს განცხადება BM.GE-თან დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ გააკეთა. მისი თქმით, 5-ჯერ გაზრდილი ჯარიმების ფონზე სადისტრიბუციო კომპანიებს ხარჯი კიდევ უფრო მეტად გაეზარდათ. როგორ ჭყონია ამბობს, ქალაქში გამოყოფილი საპარკინგე სივრცეები საკმარისი არ არის, რის გამოც სასურსათო მაღაზიების მომარაგება ისევ პრობლემურ საკითხად რჩება.