Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტურისტები საქართველოში ჯავშნებს აუქმებენ

BM.GE
25.05.21 13:27
458
საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი "ფეისბუკში" პოსტს აქვეყნებს, სადაც ზაფხულის ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად დარგში არსებულ გამოწვევებს ასახელებს და კითხვას სვამს: “რა უნდა გააკეთოს ასეთ ვითარებაში ბიზნესმა? ”პოსტში ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი თავისი სასტუმროს მაგალითზე აღნიშნავს, რომ ლოკალური პრობლემების გამო უცხოელი ვიზიტორები ჯავშნებს აუქმებენ.

როგორ ხვდება ქვეყანა ტურისტულ სეზონს სინამდვილეში? ვაქცინაცია ისევ ნელი ტემპით მიმდინარეობს. სიღნაღის რაიონის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება, რის გამოც ზარალდება ბიზნესი, სასტუმროები და რესტორნები შეფერხებით მუშაობენ, ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ! წყალმომარაგების კომპანია, ცხელი ხაზი და პასუხისმგებელი პირები კი, სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ! სახმელეთო საზღვრებზე სველი წერტილები ისევ მოუწესრიგებელია და საზღვრები ჯერ არ გახსნილა! კანიონები დაკეტილია და ტურისტები თავისით სახიფათო ადგილებზე უკონტროლოდ დადიან. - წერს თაბაგარი.

სტუმარი: ია თაბაგარი - საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე.
 


Subscribe to our news

Get the main news of the day