ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თელავის, ყაზბეგის, გუდაურის, ამბროლაურის და ახალციხის მიმართულებით არსებულ ტურისტულ მარშუტებზე გასაჩერებელი, მოსასველებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს და მასში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.
პროექტის მიხედვით, გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობით ინვესტორს 15 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადაეცემა უძრავი ქონება. სააგენტო ჯამში ინტერესთა გამოხატვას 5 სხვადასხვა პროექტზე აცხადებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ივლისი.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს