Home
Category
TV Live Menu

ტურისტული კომპანია BTL: ლარში გაკეთებული შეთავაზება უფრო სარისკო იქნება

5897912c0d6cb
ელენე გოგბერაშვილი
06.02.17 09:30
1033
1 ივლისიდან ბიზნესს, მათ შორის ტურიზმის სექტორს მომსახურების რეკლამის ლარში ფასდადების ვალდებულება ექნება. ტურისტული კომპანიები აცხადებენ, რომ ეს მათ ბიზნესზე უარყოფითად აისახება და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სთხოვენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან უშუამდგომლონ, რათა გამონაკლისი დაიშვას და აღნიშნული ცვლილება ტურისტულ ბიზნესზე არ გავრცელდეს. როგორც ტურისტული კომპანია "ბი თი ელის" გაყიდვების მენეჯერი "ბიზნესკონტრაქტთან’’ განმარტავს, მომსახურების ლარში შეთავაზება ტურისტებისთვის ბევრად მისაღებია, თუმცა კურსის ცვლილების გამო როგორც სასტუმროები, ისე ტურისტული კომპანიები დაზარალდებიან.

"ტურისტებისთვის ბევრად მისაღები იქნება ლარში დაფიქსირდეს თანხა, რომელსაც იმ კურსით გადავიყვანთ, როცა იქნება შეთავაზება გაკეთებული ან როცა ჩამოვლენ ტურისტები საქართველოში, რადგან შესაძლებელია კურსმა დაიწიოს. ლარში გაკეთებული შეთავაზება უფრო სარისკო იქნება არამარტო სასტუმროებისთვის, არამედ ტურისტული კომპანიებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება კურსის ცვლილების გამო დაზარალდეს კომპანია", - განმარტავს გურამ ყოჩიაშვილი.

მომსახურების რეკლამის ლარში ფასდადების საკითხზე ბიზნესთან კომუნიკაციაშია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. როგორც გიორგი ჩოგოვაძემ "ბიზნესკონტრაქტს’’ განუცხადა, ისინი ბიზნესის ინტერესებს დაიცავენ.

"ამ საკითხზე ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ჯერჯერობით ტურისტულ კომპანიებთან. რა თქმა უნდა ტურიზმსი ეროვნული ადმინისტრაცია იქნება მათი ინტერესების დამცველი, რამეთუ ტურიზმის სექტორი არის ის, ვისთან ერთადაც ვავითარებთ საქართველოში ტურიზმს", - აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day