Home
Category
TV Live Menu

ტურიზმის ადმინისტრაცია მომსახურების სფეროს წასახალისებლად ახალ კამპანიას იწყებს

BM.GE
11.04.18 23:23
921
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ კამპანიას "ღიმილი გიბრუნდება" იწყებს. კამპანიისთვის 100 ათასი ლარი დაიხარჯება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე განმარტავს, რომ პროექტის მიზანია, შეიცვალოს დამოკიდებულება მომსახურების სფეროში დასაქმებული პირების მხრიდან მომხმარებლის მიმართ და პირიქით. კამპანიის ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვების ჯამური მიახლოებითი ღირებულება შეადგენს 100,000 ლარს, რომელიც მოიცავს, კამპანიის ლოგოს შემუშავებას, სხვადასხვა აქტივობები სოციალურ ქსელში, გარე რეკლამა, რეიტინგების საიტის შექმნა და ა.შ

სტუმრები: მაია სიდამონიძე - ილიაუნის ბიზნეს სკოლის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი;
საბა კიკნაძე - Caucasus Travel-ის დამფუძნებელთან

Subscribe to our news

Get the main news of the day