Home
Category
TV Live Menu

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს 8 მილიონ ტურისტს ელოდება

5a4f295a422ce
BM.GE
05.01.18 11:25
845
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2018 წელს 8 მილიონზე მეტ ტურისტს ელოდება,- ამის შესახებ ადმინისტრაციის ხელძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ 2017 წლის მონაცემების შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, 2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ფიქსირდება +18.8% ზრდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წლის იანვარი-დეკემბრის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,478,932 შეადგინა, რაც 757,962-ით მეტია 2016 წლის იანვარი - დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.9%).

2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან 1,718,016 (+14.8%), აზერბაიჯანიდან 1,694,998 (+11.2%), რუსეთიდან 1,392,610 (+34.1%),თურქეთიდან 1,246,745 (-0.8%) ირანიდან 322,938 (+118.3%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერში გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო +39.9%, ნიდერლანდები +31.1%, ესპანეთი +29.9%, საფრანგეთი +29.6% და გერმანია +25.7%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +316.1%, საუდის არაბეთი +164.6%, ქუვეითი +154.3%, ირანი +118.3%, ინდოეთი +64.1%, ჩინეთი +54% და სხვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day