თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ფონდის სასტუმრო და ტურისტული პროექტებით კერძო სექტორი არ დაინტერესებულა, რადგან ყველა პროექტი, რომელიც ტურიზმის განვითარების ფონდის ქვეშ ხორციელდება გრძელვადიან მოგებაზეა გათვლილი.
„ყველა პროექტი რომელიც არის ტურიზმის განვითარების ფონდის ქვეშ, არის საკმაოდ გრძელვადიანი და არ ითვალისწინებს მოკლე ვადაში დიდი მოგების მიღებას, შესაბამისად კერძოს ექტორის მხრიდან მსგავს პროექტებზე ინტერესი პატარაა, რადგან კერძო სექტორის განვითარება გრძელვადიან ხედვაზე არის გათვლილი.
ძალიან კარგი წელი გვაქვს და მომდევნო წლებიც ძალიან კარგები იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ტურიზმი არის ერთ-ერთი ფაქტორი რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას. ასევე უწყობს ხელს ინვესტიციებს ტურიზმის ინფრასტრუქტურაში. ჩვენც საკმაოდ ბევრ ინვესტიციას ვახორციელებთ ამ სფეროში“, - ამბობს ბაჩაშვილი.