Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტურიზმის სექტორი: გამოწვევები და პერსპექტივები

BM.GE
23.09.22 10:50
246
Galt & Taggart-ის ახალი კვლევა დეტალურად მიმოიხილავს ტურიზმის აღდგენის დინამიკას როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. კვლევაში გაანალიზებულია სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, მიგრანტების გავლენა სტუმარმასპინძლობის სექტორზე, სასტუმროების აღდგენის დინამიკა და ზოგადად, სექტორის გამოწვევები და პერსპექტივები. კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე 2022 წელს ტურიზმი სწრაფად აღდგა. ამასთან, საქართველო ოდნავ ჩამორჩება ამ ტრენდს, რადგან რუსეთ-უკრაინის ომმა შეანელა ტურისტული ვიზიტები, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლის-აგვისტოში ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა და ტურისტულმა ვიზიტებმა 2019 წლის დონის 78.7%–ს, ხოლო შემოსავლებმა 123.6%–ს მიაღწია. აქ ძირითადი ფაქტორი სწორედ მიგრანტების შემოდინებაა. ერთი საინტერესო ტენდენცია ისიც არის, რომ სასტუმროების შემოსავლები უფრო სწრაფად აღდგა რეგიონებში, სადაც შიდა ტურიზმის ფაქტორიც ემატება, მაშინ როცა თბილისის ბაზარი ჯერ კიდევ ჩამორჩება პანდემიამდელ დონეს. 

სტუმარი: კახა სამყურაშვილი - Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი;

Subscribe to our news

Get the main news of the day