Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტურიზმის სექტორი სტრატეგიის შემუშავებას ითხოვს

BM.GE
18.05.23 23:36
98
ტურიზმის სექტორის რეფორმის პროგრესის შესაფასებლად რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგი გამართა. ტურიზმის სექტორი წლებია ელის საკანონმდებლო ცვლილებებს. მომზადებულია უკვე კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს განსახილველად უახლოეს პერიოდში უნდა წარედგინოს. დაგეგმილია რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მოიცავს უსაფრთხოების სტანდარტებს, გამყოლებისა და გიდების საქმიანობის რეგულირებას. კანონი ასევე ითვალისწინებს აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას.

Subscribe to our news

Get the main news of the day