Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტურიზმის სექტორის კვლევა - როგორია სექტორში აღდგენის ტემპი?

BM.GE
20.06.22 17:24
251
პანდემიის დროს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები საქართველოში უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე სხვა შესადარის ქვეყნებში. შემცირების მიზეზი კი რეგულაციების სიმკაცრით იყო განპირობებული - ეს არის ამონარიდი ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ტურიზმისა და სასტუმრო სექტორის კვლევიდან, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს ტურიზმის მახასიათებლებს პანდემიამდე და აღწერს COVID-19-ის შედეგებსა და აღდგენის ტემპებს ამ სექტორში. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ტურიზმის შემოსავლები აღდგენას უფრო სწრაფი ტემპით ახერხებს, ვიდრე ვიზიტების რაოდენობა, რაც ვიზიტორების სტრუქტურის გაუმჯობესებით არის გამოწვეული - ანუ უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები შემოდიან ქვეყანაში. კვლევაში ასევე განხილულია სასტუმროების სექტორის სესხების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

სტუმარი: ჯაბა მეხრიშვილი - ეროვნული ბანკის მცირე და საშუალო და კორპორატიული საკრედიტო რისკების განყოფილების უფროსი;

Subscribe to our news

Get the main news of the day