„ტურიზმის ინდუსტრიაში ისევ რჩება საკითხები, რაც გადაჭრას საჭიროებს. ტურისტების ნაკადის ზრდას სამწუხაროდ, ვერ მიჰყვება ვერც ინფრასტრუქტურის და ვერც მომსახურების სერვისების ხარისხის განვითარების ტემპი. სერვისების გაუმჯობესება, განათლების სისტემა ტირიზმში და ინფრასტრუქტურა" - ეს იმ გადასაწყვეტი საკითხების მხოლოდ ნაწილია, რაზეც ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ.
"ინფრასტრუქტურული პრობლემები ძირითადად დაკავშირებულია ხუროთმოძღვრების ძეგლებამდე მისასვლელ გზებთან. ასევე აუცილებელია გაიზარდოს საინფორმაციო ნიშნულების რაოდენობა, იქიდან გამომდინარე, რომ მარტივად შეძლოს ინდივიდუალურმა ტურისტმა მისვლა ამა თუ იმ ძეგლამდე", - აცახდებს "ბიზნესკონტრაქტთან" ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე.
ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე მიუთითებს ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელიც.
"საქართველოზე საუბრობს მთელი მსოფლიო, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს თითქოს არცერთი დახვეწილი პროდუქტი", - აცხადებს ია თაბაგარი.
ინფრასტრუქტურის გარდა ტურიზმის სექტორის ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება მომსახურების დაბალი ხარისხი და სფეროს ლიცენზირების საჭიროება.
"მომსახურების ხარისხი სატრანსპორტო სფეროში არის დაბალი. ანალოგიური პრობლემაა გიდებთან დაკავშირებითაც, რადგან არ ხდება ლიცენზირება და გადარჩევა. ლიცენზირება არ ხდება ტურისტული კომპანიებთან მიმართებითაც. დღეს 700-ზე მეტი ტურისტული კომპანიაა ბაზარზე და კარგი იქნება თუ მოხდება კლასიფიკაცია და ხარისხის ნიშნის მიხედვით გადარჩევა", - აცხადებს "ბიზნესკონტრაქტთან" "დისქავერ ჯორჯიას" ხელმძღვანელი ნინო კეკელიძე.