Home
Category
TV Live Menu

"თურქეთი ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, პრინციპულად მნიშვნელოვანია თურქეთში იყოს მშვიდობა"

578cd2a0a1d22
BM.GE
18.07.16 16:57
1127
ხვალ საქართველოს დელეგაცია თურქეთს ეწვევა. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თურქეთთან ურთიერთობები კვლავ იმავე ინტენსივობით და იმავე მიმართულებით გაგრძელდება, რაც აქამდე იყო.

"პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან იყოს მშვიდობა. თურქეთი არის ჩვენი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი. ჩვენი სავაჭრო ბრუნვა აღწევს მილიარდ ნახევარ დოლარს, შესაბამისად სიმშვიდე და ეკონომიკური ზრდა თურქეთის არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day