მთავრობის გადაწყვეტილებით 1 ივნისამდე საქართველოში თურქეთიდან კარტოფილის შემოტანა იკრძალება.დოკუმენტში წერია, რომ იმპორტის აკრძალვის მთავარი მიზეზი კიბოს გავრცელების თავიდან აცილებაა.თუმცა ეს დროებითი აკრძალვაა და ის კარტოფილის თესვის სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება. საქმის კურსი შეეცადა თბილისის ცენტრალურ ბაზარში მოვაჭრეები და მყიდველები გამოეკითხა, იმაზე თუ რას შეცვლის ეს დებულება კარტოფილის მიწოდებაზე და ფასებზე.