Home
Category
TV Live Menu

თურქეთის დროით 17:00 სთ-დან ათათურქის აეროპორტში ფრენები აღდგება

5773925d21ad8
BM.GE
29.06.16 13:15
1158
ოფიციალური ინფორმაციით, თურქული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს, თუმცა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მონაცემები შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს.
 
„სტამბოლში გენერალური საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა თურქეთის შესაბამის სამსახურებთან, შემოდის უწყვეტი ზარები საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზზე, სადაც საკონსულოს წარმომადგენელები ყველა შესაძლო დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს.

ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს დახმარებით ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები (დაახლოებით 100-ზე მეტი ადამიანი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო მითითებით გადაყვანილია ქ. სტამბოლის სასტუმროებში, ამათგან დაახლოებით 60 მგზავრს საქართველოს მთავრობა აუნაზღაურებს სასტუმროს ხარჯებს. მგზავრთა მცირე ნაწილმა გადაწყვიტა აღარ დალოდებოდა ავიარეისების აღდგენას თბილისის მიმართულებით და გადაწყვიტა საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით გამომგზავრება, რაშიც საკონსულომ ასევე აღმოუჩინა შესაბამისი დახმარება.

თურქული მხარის ინფორმაციით დღეს თურქეთის დროით 17:00 სთ-დან ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში აღდგება ფრენები. ამ დროისთვის ავიაკომპანიები ახორციელებენ მგზავრებისთვის ბილეთების გადაცვლის პროცედურებს“, - განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

Subscribe to our news

Get the main news of the day